ვასილ მაღლაფერიძე - აი ია და დედა ენის სწავლების გოგებაშვილისეული პრინციპი სრულიად გენიალურ მოცემულობად რჩება
ვასილ მაღლაფერიძე - აი ია და დედა ენის სწავლების გოგებაშვილისეული პრინციპი სრულიად გენიალურ მოცემულობად რჩება

აი ია და დედა ენის სწავლების გოგებაშვილისეული პრინციპი სრულიად გენიალურ მოცემულობად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

„დედა ენის“ სკოლაში სწავლებაც კი განხეთქილების ვაშლად იქცა.

ოღონდ „დედა ენა“ და გოგებაშვილი არაფერ შუაშია, მხოლოდ საბაბია სიძულვილის გადმოსანთხევად და ეგაა მთელი ამბავი!

P.S. ამის მიუხედავად, აი ია და დედა ენის სწავლების გოგებაშვილისეული პრინციპი სრულიად გენიალურ მოცემულობად რჩება!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქზე“.

სექტემბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ ბრუნდება. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია ყველა პირველკლასელს გადაეცემა. სკოლებში „დედა ენის“ დაბრუნებასთან დაკავშირებული ღონისძიება სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში გაიმართა.