ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს
ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

ვასილ მაღლაფერიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, პოლიტიკურ თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს.

„მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვტოვებ პოლიტიკურ თანამდებობას. გარკვეული პერიოდი აქტიურ საქმიანობას ვერ შევძლებ, თორემ გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

დატოვე კომენტარი