ვასილ მაღლაფერიძე - 2023 წლის 22-23 ნოემბერს პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეას უმასპინძლებს, რომელშიც 56 ქვეყნიდან 150-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას
ვასილ მაღლაფერიძე - 2023 წლის 22-23 ნოემბერს პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეას უმასპინძლებს, რომელშიც 56 ქვეყნიდან 150-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას

პირველად საქართველოში, 2023 წელს ჩატარდება ახალი ამბების ასამბლეა, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პარლამენტში, დეპუტატების წინაშე პირველი არხის მუშაობასთან დაკავშირებული ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, ასამბლეაში 56 ქვეყნიდან 150-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას.

„2023 წლის 22-23 ნოემბერს საქართველოს პირველი არხი ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეას უმასპინძლებს. ასამბლეაში 150-ზე მეტი დელეგატი მიიღებს მონაწილეობას ევროპის მაუწყებელთა კავშირის 56 წევრი ქვეყნიდან.

ახალი ამბების ასამბლეა ევროპის მაუწყებელთა კავშირის ყოველწლიური ფორუმია, სადაც EBU-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან იმისათვის, რომ განიხილონ მნიშვნელოვანი სტრატეგიული თემები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და მიიღონ ინფორმაცია ახალ კვლევებსა და მიგნებებზე საზოგადოებრივი მაუწყებლობის ახალი ამბების შესახებ.

ფორუმი ახალი ამბების დირექტორებს და მთავარ რედაქტორებს საშუალებას აძლევს, გაცვალონ მოსაზრებები ახალი ამბების გაშუქების გაუმჯობესებაზე, ხარჯების შემცირებასა და მედია ბაზარზე ადაპტაციის შესახებ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.