ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა
ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

ვაშლოვანის ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ ადგილზე დაათვალიერა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ,  უწყება განაგრძობს საქართველოში ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. მათი ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ამ კუთხით 46 პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.

„ვიზიტორებს უკვე ელოდება ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში მოწყობილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მუზეუმი, სადაც ახალი ინტერაქციული სივრცე მოეწყო. მუზეუმში მისული ვიზიტორები დეტალური ინფორმაციის მიღებას შეძლებენ დაცული ტერიტორიების შესახებ.

ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა არწივის ხეობის ბუნების ძეგლზე. მთლიანი პარკის ტერიტორიაზე კი, მიმდინარეობს დამატებითი სველი წერტილების მოწყობის საპროექტო/სამშენებლო სამუშაოები.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს ერთადერთი ტერიტორიაა, რომელსაც გამორჩეული უნიკალური ბიომრავალფეროვნებისა და სწორი მენეჯმენტის გამო, პრესტიჟული ჯილდო – ევროპული დიპლომი აქვს მინიჭებული”, – აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.