ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში კვლავ ხანძარია

ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში კვლავ ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის მეხანძრე-მაშველები კახეთის რეგიონის ყველა განყოფილებიდან. ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს 100- მდე რეინჯერი. შექმნილია ვაშლოვანის ნაკრძალის ხანძრის ლიკვიდაციის საკოორდინაციო შტაბი.

დილიდან ხანძრის ქრობის პროცესი განახლდა. ადგილზე მობილიზებულმა ჯგუფებმა, ხანძრის კერამდე სახანძრო მანქანებიდან სპეციალური მილებით ოთხ კილომეტრ მანძილზე წყლის მიყვანა მოახერეხეს, რამაც ხელი შეუწყო ქრობის დაჩქარებას.

არსებული იმფორმაციით, დამწვარია 150 ჰექტრამდე ფართიბი,მათ შორის ენდემური ჯიშის მცენარეები.

ხანძარი გასულ კვირას მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია, მის ქრობაში ცოცხალ ძალასთან ერთად ჩართული იყო ავიაციაც, თუმცა ამ დრომდე ხანძრის სრული ლიკვიდაცია ვერ ხერხდება.