ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობაზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა
ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობაზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა

ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობაზე ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა. წინა ტენდერში მონაწილე ორივე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიეცა.  ესტაკადის მშენებლობის სურვილი შპს „ენსისს“ და „ნიკარემსტროის ფილიალს საქართველოში“ ჰქონდათ. დისკვალიფიკაციის მიზეზი ტექნიკური დოკუმენტაცია გახდა.
ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 16 მარტიდან 21 მარტამდე იწარმოებს.

მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ესტაკადის სავარაუდო ღირებულება 4,3 მილიონი ლარია. პროექტის მიხედვით, ადგილზე ორდონიანი კვანძის მოწყობა იგეგმება.