ვაშინგტონში პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა

13:10, 30.05.2021

ვაშინგტონში პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა. „ამერიკის ხმის“ ცნობით, ლინკოლნის მემორიალთან ჩატარებულ აქციაში ათასზე მეტი ადმიანი მონაწილეობდა.

შეკრებილებმა ღაზას სექტორში ისრაელის ავიადარტყმები გააპროტესტეს და ისრაელისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს.

დემონსტრანტები აშშ-ს ისრაელის მხარდაჭერის გადახედვისკენ და ისრაელისთვის შეიარაღების შესაძენად დაფინასების შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ.

ისრაელსა და რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ შორის 11-დღიან საბრძოლო მოქმედებებს ღაზაში 240-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელში კი – 13. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეებმა 21 მაისს ეგვიპტის შუამავლობით მიაღწიეს.

მსგავსი