ვაშინგტონში ირანის ბირთვული შეთანხმების განსახილველად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გერმანელ კოლეგას მასპინძლობს
ვაშინგტონში ირანის ბირთვული შეთანხმების განსახილველად აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გერმანელ კოლეგას მასპინძლობს

ვაშინგტონში ირანის ბირთვული შეთანხმების განსახილველად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გერმანელ კოლეგას მასპინძლობს. მაიკ პომპეო და ჰეიკო მაასი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მსჯელობენ.

რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციების დაწესება დააანონსა. მოთხოვნებში ბირთვულ საკითხთან ერთად, ირანის მხრიდან რეგიონში არსებული პოლიტიკის შეცვლაც არის.

მაიკ პომპეოს განცხადებას ჰეიკო მაასი მალევე გამოეხმაურა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ბირთვული შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში, ირანმა შესაძლოა, ბირთვული შეთანხმება კვლავ განაახლოს. ეს კი ევროპის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
გერმანიის პოზიციას იზიარებს ევროკავშირიც. ევროპულ გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ირანთან მიღწეული შეთანხმების ჩაშლამ შესაძლოა, ვითარება ჩრდილოეთ კორეასთანაც გაამწვავოს.