აშშ-ში საქართველოს საელჩოს ეზოში ქვევრი დაიდგა
აშშ-ში საქართველოს საელჩოს ეზოში ქვევრი დაიდგა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩომ ქართული ღვინის დღე ვაშინგტონში ქვევრის გახსნის ცერემონიალით აღნიშნა. ქვევრი, რომელიც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ საელჩოს გადასცა, ვაშინგტონში საქართველოს საელჩოს წინ ეზოს ამშვენებს.

საელჩოს ინფორმაციით, ქვევრთან საინფორმაციო დაფა აღიმართა, რომელიც ქუჩაში გამვლელებს ქართული ღვინის უძველეს კულტურაზე მეტ ინფორმაციას მიაწვდის.

სტუმრებს საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მიესალმა და მათ საქართველოს უძველესი ღვინის კულტურა გააცნო. კოლუმბიის ოლქში ქართული ღვინის დისტრიბუტორ კომპანიებთან პარტნიორობით კი, საელჩომ სტუმრად მოსულ სამასამდე ვაშინგტონელს ქვევრის ღვინოს მრავალფეროვანი ასორტიმენტის დაგემოვნების საშუალება მისცა.

„ამასთანავე, სტუმრები აღფრთოვანებულები დარჩნენ ქართული ნაციონალური ცეკვით, რამაც საღამოს განსაკუთრებული ელფერი შესძინა“, – აცხადებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოში.

დატოვე კომენტარი