ვაშინგტონმა დონბასში რუსული პასპორტების გაცემა მკაცრად დაგმო
ვაშინგტონმა დონბასში რუსული პასპორტების გაცემა მკაცრად დაგმო

ვაშინგტონმა დონბასში რუსული პასპორტების გაცემა მკაცრად დაგმო. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პუტინის განკარგულება, როლითაც დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მცხოვრებლები რუსეთის პასპორტებს გამარტივებული წესით მიიღებენ, ხელს უშლის მინსკის შეთანხმების შესრულებას.

„რუსეთის პროვოკაციული ნაბიჯები აძლიერებს მოსკოვის თავდასხმას უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე”, – ნათქვამია სახელმწიფოს დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პუტინმა დონბასის მცხოვრებლებისთვის რუსეთის პასპორტების გაცემის წესის გამარტივების შესახებ განკარგულებას ხელი 24 აპრილს მოაწერა.