ვაშინგტონის ზოოპარკში ვიდეოკამერამ თოვლში მოთამაშე პანდები დააფიქსირა [ვიდეო]

ვაშინგტონის სმითსონის ზოოპარკში ვიდეოკამერამ თოვლში მოთამაშე პანდები დააფიქსირა, სადაც ჩანს, თუ როგორ ტკბებიან პანდები პირველი თოვლით. შესაბამისი ვიდეო სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა.

პანდების წყვილი და მათი ბელი ჩინეთიდან არიან ჩამოყვანილები. ვაშინგტონის ზოოპარკის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პანდები ჩინეთის ველური ბუნებისა და კონსერვაციის ასოციაციამ ზოოპარკს 2023 წლამდე გადასცა.

დატოვე კომენტარი