ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროგნოზებით, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი აშშ-ში წლის ბოლომდე 317 ათასს მიაღწევს
ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროგნოზებით, „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი აშშ-ში წლის ბოლომდე 317 ათასს მიაღწევს

წლის ბოლომდე აშშ-ში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 317 ათასს მიაღწევს, – ასეთ პროგნოზს აკეთებენ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრები, რომელთა პროგნოზირების მოდელსაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია ეყრდნობა.

„სიენენის“ ცნობით, აღნიშნული რიცხვი რვა ათასით აღემატება ერთი კვირით ადრე გაკეთებულ პროგნოზს.

მონაცემების მიხედვით, სექტემბრიდან დეკემბრამდე გარდაცვლილთა რიცხვი 136 ათასით გაიზრდება.

დღეისთვის აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 5.8 მილიონი შემთხვევა არის გამოვლენილი, გარდაიცვალა 181 409 ადამიანი.