ვაშინგტონის სასამართლომ აუდიტორულ კომპანიას დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციების კონგრესმენებისთვის წარდგენა დაავალა
ვაშინგტონის სასამართლომ მხარი დაუჭირა დემოკრატ კონგრესმენთა პოზიციას, რომლებიც აუდიტორული კომპანიისგან აშშ-ის პრეზიდენტის საგადასახადო დეკლარაციების წარდგენას ითხოვდნენ. აშშ-ის პრეზიდენტი ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
აშშ-ის კონგრესში დემოკრატიული პარტიის წევრებმა ოფიციალურად მოითხოვეს დონალდ ტრამპის 2013-2018 წლების ფინანსური დოკუმენტების გასაჯაროება. წარმომადგენელთა პალატის ფინანსებისა და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჩარდ ნილმა შესაბამისი მოთხოვნით აშშ-ის საგადასახადო სამსახურს მიმართა. მან ასევე უწყებას ტრამპთან და მის ბიზნესთან დაკავშირებული შესაძლო საგადასახადო შემოწმებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება მოსთხოვა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ არის მზად, გამოაქვეყნოს დეკლარაციები, ვიდრე მის წინააღმდეგ საგადასახადო შემოწმებები გრძელდება.