ვაშინგტონის სასამართლომ აუდიტორულ კომპანიას დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციების კონგრესმენებისთვის წარდგენა დაავალა
ვაშინგტონის სასამართლომ აუდიტორულ კომპანიას დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაციების კონგრესმენებისთვის წარდგენა დაავალა

ვაშინგტონის სასამართლომ მხარი დაუჭირა დემოკრატ კონგრესმენთა პოზიციას, რომლებიც აუდიტორული კომპანიისგან აშშ-ის პრეზიდენტის საგადასახადო დეკლარაციების წარდგენას ითხოვდნენ. აშშ-ის პრეზიდენტი ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

აშშ-ის კონგრესში დემოკრატიული პარტიის წევრებმა ოფიციალურად მოითხოვეს დონალდ ტრამპის 2013-2018 წლების ფინანსური დოკუმენტების გასაჯაროება. წარმომადგენელთა პალატის ფინანსებისა და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჩარდ ნილმა შესაბამისი მოთხოვნით აშშ-ის საგადასახადო სამსახურს მიმართა. მან ასევე უწყებას ტრამპთან და მის ბიზნესთან დაკავშირებული შესაძლო საგადასახადო შემოწმებების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება მოსთხოვა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ არის მზად, გამოაქვეყნოს დეკლარაციები, ვიდრე მის წინააღმდეგ საგადასახადო შემოწმებები გრძელდება.

დატოვე კომენტარი