ვაშინგტონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამხედრო ბაზაზე უცხო პირის შეღწევის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ტერიტორია ჩაიკეტა
ვაშინგტონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამხედრო ბაზაზე უცხო პირის შეღწევის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ტერიტორია ჩაიკეტა

ვაშინგტონის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სამხედრო ბაზაზე უცხო პირის შეღწევის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ტერიტორია ჩაიკეტა.

ბაზის ადმინისტრაცია სოციალური ქსელის საშუალებით, ტერიტორიაზე მყოფ პირებს, უსაფრთხო ადგილას თავის შეფარებისკენ მოუწოდებდა.

მოგვიანებით, ეჭვმიტანილი დააპატიმრეს და განგაშის სიგნალი მოიხსნა. თუმცა, არ საჯაროვდება დამატებითი დეტალები და ბაზაზე შესვლის მოტივი. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე თავდაცვის დაზვერვის სააგენტოს სათავო ოფისია განთავსებული.