ვაშინგტონის მერი - დონალდ ტრამპი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებებით კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არღვევს
ვაშინგტონის მერი - დონალდ ტრამპი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებებით კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს არღვევს

ვაშინგტონის მერი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის მიერ 4 ივლისის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევას წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მურიელ ბოუზერმა განაცხადა, რომ მან უკვე გააფრთხილა საშინაო საქმეების დეპარტამენტი, რომ პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი ღონიძიებები არ შეესაბამება აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.

ვაშინგტონის მერი მოქალაქეებს მოუწოდებს, 4 ივლისი სახლებში აღნიშნონ. მისი გადაწყვეტილებით გაუქმდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული აღლუმიც.

როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, დღეს დონალდ და მელანია ტრამპები აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სტუმრებს საზეიმო ფოიერვერკზე უმასპინძლებენ.