ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში ჯიმი კარტერთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი ესწრებიან [ფოტო]
ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში ჯიმი კარტერთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას დონალდ ტრამპი, ჯო ბაიდენი, ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი ესწრებიან [ფოტო]

ვაშინგტონის ეროვნულ საკათედრო ტაძარში აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, ჯიმი კარტერთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას აშშ-ის ხუთი პრეზიდენტი ესწრება – მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ასევე ყოფილი პრეზიდენტები: ბარაკ ობამა, ჯორჯ ბუში და ბილ კლინტონი. ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში ცერემონიალს ასევე ესწრება მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. ცერემონიას ესწრება გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც.

ტაძარში შესვლისას დონალდ ტრამპმა ხელი ჩამოართვა თავისი ადმინისტრაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს, რომელიც 2024 წლის რესპუბლიკელთა პრაიმერიზში ტრამპის წინააღმდეგ იყრიდა კენჭს.

ჯიმი კარტერთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს ვაშინგტონში ესწრება ჯასტინ ტრუდოც.

ჯიმი კარტერი ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში კაპიტოლიუმიდან გადაასვენეს, სადაც ერთი კვირის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდებოდა. ჯიმი კარტერი 29 დეკემბერს, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის პრეზიდენტის თანამდებობას დემოკრატიული პარტიიდან ერთი ვადით, 1977-1981 წლებში იკავებდა. ვაშინგტონის შემდეგ გამოსამშვიდობებელი ცერემონია ჯორჯიის შტატში გაგრძელდება, სადაც ოჯახის ვიწრო წრეში ჯიმი კარტერს ქალაქ პლეინსში, თავისი სახლის ეზოში დაკრძალავენ.