„ვაშინგტონ თაიმსი“ გახარიას ბიოგრაფიაში მის რეფორმატორულ საქმიანობას ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებს
„ვაშინგტონ თაიმსი“ გახარიას ბიოგრაფიაში მის რეფორმატორულ საქმიანობას ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებს

დასავლური გამოცემა „ვაშინგტონ თაიმსი“ საქართველოსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიის ავტორი წერს გიორგი გახარიას, რომელსაც ქვეყანა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიჰყავს, საკუთარი ხალხი, ამერიკა და ევროპა გვერდით უნდა დაუდგეს. გარდა ამისა, გამოცემა პრემიერის ბიოგრაფიას აღწერს და პოზიტიურად აფასებს მის რეფორმატორულ გამოცდილებას ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროში.

„გიორგი გახარიამ ასევე მკაფიოდ დაადასტურა, რომ აშშ არის საქართველოს უახლოესი მოკავშირე და, რომ საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გაძლიერება მისი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ახალ თანამდებობაზე გახარია შთამბეჭდავი ბიოგრაფიით მოვიდა. იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ბიზნესში, მათ შორის ავიაკომპანია ლუფტჰანზაში, ხოლო შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში და დაინიშნა ბიზნეს ომბუდსმენის თანამდებობაზე. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის, ასევე ეკონომიკის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე იგი ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს რეფორმების განხორციელებას ანგარიშვალდებულების, ღიაობის და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების მიზნით.

მისმა წარმატებულმა საქმიანობამ ეკონომიკის სექტორში მნიშვნელოვნად განაპირობა ის, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების ბოლო ინდექსში საქართველო მე-6 ადგილს იკავებს, ხოლო ხელისუფლების ეფექტიანობის და კორუფციასთან ბრძოლის კატეგორიებში საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას.“- წერს „ვაშინგტონ თაიმსი“.

დატოვე კომენტარი