„ვაშინგტონ პოსტი“ - სტივ უიტკოფი ჟენევაში უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაძლოა, მოსკოვში ჩავიდეს
„ვაშინგტონ პოსტი“ - სტივ უიტკოფი ჟენევაში უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაძლოა, მოსკოვში ჩავიდეს

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ჟენევაში უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაძლოა, მოსკოვში ჩავიდეს.

გამოცემის ცნობით, თუ უიტკოფი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეძლებენ უკრაინულ დელეგაციასთან შეთანხმებას „მოლაპარაკებების კონცეპტუალურ ჩარჩოზე, მაშინ უიტკოფი, შესაძლოა, გაემგზავროს პუტინთან, მაგრამ ეს, შეიძლება, მაშინვე არ მოხდეს“.

„ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები ჟენევაში შეეცდებიან, დაარწმუნონ კიევი და ევროპა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წინადადებები არ არის „ისეთი პრორუსული, როგორც ჩანს“.

„უკრაინა თუ დაეთანხმება გეგმას, მაშინ პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთს. თუ რუსეთი უარყოფს ამ შეთავაზებას, მაშინ ომი შეიძლება გაგრძელდეს მომავალ წელს და შემდეგაც“, – წერს „ვაშინგტონ პოსტი“.