„ვაშინგტონ პოსტი“ – პენტაგონი განიხილავს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ნაწილი ახლო აღმოსავლეთისკენ გადაიტანოს, რადგან ირანთან ომში აშშ-ის ყველაზე კრიტიკული საბრძოლო მარაგები იწურება

14:17, 26.03.2026

პენტაგონი განიხილავს, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ნაწილი ახლო აღმოსავლეთისკენ გადაიტანოს, რადგან ირანთან ომში შეერთებული შტატების ყველაზე კრიტიკული საბრძოლო მარაგები იწურება, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემას წყაროებმა განუმარტეს, რომ საუბარია საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებზე, რომლებიც ნატო-ს ინიციატივის ფარგლებში უკრაინისთვის იყო შეძენილი.

როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა „ვაშინგტონ პოსტს“ განუცხადა, თავდაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს, რომ „აშშ-ის ძალებსა და მოკავშირეებს ჰქონდეთ ყველაფერი, რაც ბრძოლისა  და გამარჯვებისთვის  სჭირდებათ“.

მსგავსი