„ვაშინგტონ პოსტი“ - კორონავირუსის გამო აშშ-ში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ჩეკს მიიღებენ
„ვაშინგტონ პოსტი“ - კორონავირუსის გამო აშშ-ში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ჩეკს მიიღებენ

„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, კორონავირუსის გამო აშშ-ში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ ჩეკს მიიღებენ.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დახმარების დარიგების პროცესი რამდენიმე ხნით გადადო, რათა ჩეკებზე პრეზიდენტის სახელი დაბეჭდონ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის შემოსავლების სამსახურის ჩეკზე პრეზიდენტის სახელს დაბეჭდავენ.

აშშ-ის მთავრობის მიერ მიღებული ანტიკრიზისული პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის მოქალაქეები დახმარების სახით 1200 დოლარს მიიღებენ.