„ვაშინგტონ პოსტი“ – ირანთან კონფლიქტში დაღუპული ამერიკელი სამხედროების რეალური რიცხვი პენტაგონის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებზე, სულ მცირე, ოთხით მეტი
None
„ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, ირანთან კონფლიქტში დაღუპული აშშ-ის სამხედროების რეალური რაოდენობა პენტაგონის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ მონაცემებზე მეტია.
გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის თანამდებობის პირებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც თავდაცვის დეპარტამენტის შიდა სტატისტიკის შესახებ ინფორმირებული არიან.
გამოცემის ცნობით, პენტაგონის საჯარო მონაცემთა ბაზაში ამჟამად 18 დაღუპულ სამხედროზეა ინფორმაცია, თუმცა, წყაროების თქმით, რეალური რიცხვი უფრო მაღალია – სულ მცირე, 22.
პენტაგონის ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან 18 დაღუპულის გარდა, დაჭრილია 832 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.