გიორგი ვაშაძე - გარკვეულწილად ვიცი, რა ნაბიჯზე საუბრობს ადამ კინზინგერი, თუმცა არ მაქვს უფლება, ამაზე ვისაუბრო
გიორგი ვაშაძე - გარკვეულწილად ვიცი, რა ნაბიჯზე საუბრობს ადამ კინზინგერი, თუმცა არ მაქვს უფლება, ამაზე ვისაუბრო

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ იცის, როგორი ნაბიჯის გადადგმაზე ისაუბრა ინტერვიუში კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა, თუკი პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო პროგრესი არ იქნება.

​„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ქვეყნის, საქართველოს ყველაზე ახლო მეგობრის კონგრესმენმა კიდევ ერთი კონკრეტული, ცხადი განცხადება გააკეთა, თუ არ იქნება პროგრესი, კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ისინი გადადგამენ, ძალიან დიდი სიურპრიზი შეიძლება იყოს ბევრისთვის.

გარკვეულწილად, შინაარსს ვიცნობ თუ რა ნაბიჯზეა საუბარი, თუმცა არ მაქვს უფლება, ამაზე ვისაუბრო.

„ქართული ოცნება“ ქმნის საფრთხეს, რომ საქართველო მოექცეს საგარეო იზოლაციაში. ამიტომ, მათ ძალიან ცოტა დრო აქვთ დარჩენილი იმისთვის, რომ გონს მოეგონ და ადეკვატური გადაწყვეტილებები მიიღონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა „ამ​ერიკის ხმასთან“ კითხვაზე, თუ ვერ იხილავენ პროგრესს პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო, რა იქნება მათი შემდეგი ნაბიჯი, განაცხადა: „ვფიქრობ, ის რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება. ამას აქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავწყვეტთ. მე ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი მიღწეული იქნება დაკავებების, დაკავებების მუქარის და იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება საარჩევნო სისტემა 2020 წელს. 2024 წელს სრულიად პროპორციული არჩევნების გარანტია იქნა გაცემული. ჩვენ ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ვგეგმავ საქართველოში დაბრუნებას. თუმცა, საბოლოოდ ჩვენს ნაბიჯებზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება ის, თუ რა მოხდება საქართველოში, და ეს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს დემოკრატიულად“.