ვარშავის ვოლას რაიონში სამშენებლო სამუშაოებისას 20 ერთეულზე მეტი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა იპოვეს, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო
ვარშავის ვოლას რაიონში სამშენებლო სამუშაოების დროს 20 ერთეულზე მეტი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა იპოვეს, რის გამოც ორი შენობიდან საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია. მედიის ინფორმაციით, საბრძოლო მასალა, სავარაუდოდ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდს მიეკუთვნება.
მათივე ცნობით, იმ ტერიტორიაზე, სადაც საბრძოლო მასალა იპოვეს, მოძრაობა და ქვეითთა გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე ბომბების გაუვნებელყოფის ექსპერტები მუშაობენ.
„ჩვენ მივიღეთ შეტყობინება გრჟიბოვსკისა და ლელეჟნის ქუჩების კვეთაზე მდებარე სამშენებლო მოედანზე 22 ერთეული აუფეთქებელი საბრძოლო მასალის აღმოჩენის შესახებ. ორი შენობიდან ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო. ჩვენ ტერიტორიას ვიცავთ“, – განაცხადა ვოლას რაიონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კომისარმა მარტა სულოვსკამ.