ვარშავის შოპენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ რუსული დრონების გამო პოლონეთის დახურული საჰაერო სივრცე კვლავ გაიხსნა და ფრენები ეტაპობრივად აღდგება
ვარშავის შოპენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აცხადებენ, რომ რუსული დრონების გამო პოლონეთის დახურული საჰაერო სივრცე კვლავ გაიხსნა და ფრენები ეტაპობრივად აღდგება

ვარშავის შოპენის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, რომ რუსული დრონების საეჭვო აქტივობის გამო ფრენები რამდენიმე საათით შეჩერდა.

განცხადებიდან დაახლოებით ერთ საათში, სამხედრო ღონისძიებების დასრულების შემდეგ, საჰაერო სივრცე კვლავ გაიხსნა.

შოპენის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნავენ, რომ ფრენები ეტაპობრივად აღდგება.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის გამო ჩაინიშნა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის რიგგარეშე სხომაც.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი უკვე შეხვდა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ მინისტრებს.

მანამდე პოლონეთის შეიარაღებულ ძალებში ქვეყნის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევაზე განაცხადეს. პოლონეთის არმიის ოპერაციული სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით“.