ვარშავის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

02:09, 11.01.2018

პოლონეთში, ვარშავაში, შოპენის საერთაშორისო აეროპორტში LOT-ის ავიახაზების თვითმფრინავი ავარიულად, წინა შასის გარეშე დაეშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, აეროპორტის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაიწერა, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შემდეგ, აეროპორტი ოთხი საათით დაიხურა.

როგორც Reuters პოლონურ რადიოსადგურზე დაყრდნობით წერს, თვითმფრინავი კრაკოვიდან ვარშავაში მიფრინავდა.

მსგავსი