ვარშავაში ორი ტრამვაის შეჯახების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა

13:27, 29.04.2025

ვარშავაში ორი ტრამვაის შეჯახების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა შარლ დე გოლის წრიულ გზაჯვარედინთან მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ერთ-ერთი ტრამვაის მემანქანეა.

მედიის ცნობით, დაშავებულებიდან ექვსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, საგზაო შემთხვევის მიზეზი ერთ-ერთი ტრამვაის გაუმართაობა გახდა. მომხდარის გამო პოლონეთის დედაქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.

მსგავსი