ვარშავაში კორონავირუსის რეგულაციების საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციაზე 278 პირი დააკავეს
ვარშავაში კორონავირუსის რეგულაციების საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციაზე 278 პირი დააკავეს

ვარშავაში „კოვიდ-19“-ის რეგულაციების საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციაზე 278 პირი დააკავეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აქციის დასაშლელად პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

პოლონეთში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე დამატებითი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის აიკრძალა ხუთ პირზე მეტის შეკრება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში „კოვიდ-19“-ის 87 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა დაინფირიების 11 742 ახალი შემთხვევა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“ 253 700-მდე პირს დაუდასტურდა, მათ შორის 4 438 დაიღუპა.