ვარშავაში დონორთა კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინის დასახმარებლად 6.5 მილიარდი დოლარი შეაგროვეს
ვარშავაში დონორთა კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინის დასახმარებლად 6.5 მილიარდი დოლარი შეაგროვეს

ვარშავაში დონორთა კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინის დასახმარებლად 6.5 მილიარდი დოლარი შეაგროვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია პოლონეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს.

უკრაინისთვის დახმარება სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო კორპორაციების ერთობლივი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი.

დონორთა კონფერენციის ინიციატორები პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი და შვედეთის პრემიერ-მინისტრი მაგდალენა ანდერსონი არიან. კონფერენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მონაწილეობდა.