ვარშავაში ბელარუსმა ოპოზიციონერებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ბელარუსში მიმდინარე არჩევნები არალეგიტიმურია
ვარშავაში ბელარუსმა ოპოზიციონერებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ბელარუსში მიმდინარე არჩევნები არალეგიტიმურია

ვარშავაში ბელარუსის მოქალაქეების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა 330-მეტრიანი დროშა გაშალეს. როგორც უცხოური მედია წერს, აქციას ხელმძღვანელობდნენ სვეტლანა ტიხანოვსკაია, პაველ ლატუშკო და ბელარუსის სხვა ოპოზიციონერი ლიდერები.

ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ ის, რაც დღეს ბელარუსში ხდება, იმიტაციაა.

„ეს არის არა არჩევნები, არამედ „სპეციალური საარჩევნო ოპერაცია“ ლუკაშენკოს ძალაუფლების უკანონოდ შესანარჩუნებლად“, – განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

მისივე თქმით, ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ეუთო-ს 37-მა ქვეყანამ არ აღიარა მიმდინარე „არჩევნები“.

ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ არჩევნები ფიქტიურია და არ აქვს ლეგიტიმაცია.

შეგახსენებთ, დღეს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება ხუთ კანდიდატს შორის მოუწევთ, მათ შორის არის ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელიც არჩევნებში მეათე ხუთწლიანი ვადის მოსაპოვებლად მონაწილეობს.