ვარშავა-თბილისის სპეცრეისზე ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება
ვარშავა-თბილისის სპეცრეისზე ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყება

დღეს, 12:00 საათიდან ვარშავა-თბილისის რეისზე ბილეთების გაყიდვა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას Georgian Airways („ჯორჯიან ეარვეისი“) ავრცელებს.

„25 აპრილს, თბილისის დროით, დღის 12:00 საათიდან გაიხსნება ვარშავა-თბილისის რეისზე ბილეთების გაყიდვა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სპეცრეისზე არ ხდება ბილეთების წინასწარი დაჯავშნა, გადაყიდვა ან სახელის შეცვლა, აგრეთვე ბილეთები არ ექვემდებარება დაბრუნებას. ადგილები შეზღუდულია დიდი მოთხოვნის გამო. ვარშავა-თბილისის რეისზე ბილეთის ფასი: 199 ევრო (ერთი გზა). ბილეთების შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ ვებ საიტზე: https://www.georgian-airways.com/“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.