ვარშავა-ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები შესრულდება
ვარშავა-ბათუმის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები შესრულდება

პოლონური ავიაკომპანია „ენთერ ეარი“ (Enter Air) ვარშავასა და ბათუმს შორის მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, პოლონურ ავიაკომპანია „ენთერ ეარს“ (Enter Air) ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ბათუმის მიმართულებით, მრავალჯერადი ჩარტერული რეისების განხორციელების ნებართვა მიანიჭა.

ვარშავა-ბათუმი-ვარშავას საჰაერო ხაზზე „ენთერ ეარი“ (Enter Air) ფრენებს 4 ივნისიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში შეასრულებს. ფრენები ყოველ ოთხშაბათს, „ბოინგ B737-800-ის“ (Boeing B737-800) ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სულ, ჩარტერული ავიაკომპანიის მიერ, 18 რეისის შესრულებაა დაგეგმილი.