ვარშავა 25-28 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს
ვარშავა 25-28 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს

ვარშავა 25-28 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას უმასპინძლებს. პოლონეთის დედაქალაქს პარლამენტარები და ექსპერტები ეწვევიან ნატო-ს წევრი ქვეყნებიდან, ჩრდილოეთ ამერიკიდან და ორგანიზაციის პარტნიორი სახელმწიფოებიდან.

28 მაისს სესიაზე სიტყვით გამოვა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პაოლო ალი, გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა. სესიის ფარგლებში შედგება პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კომიტეტების სხდომები.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას გასულ წელს საქართველომ უმასპინძლა. თბილისში ასამბლეის მონაწილეებმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს, სადაც ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი აღინიშნა. ასამბლეამ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაგმო საქართველოს რეგიონების-აფხაზეთისა და ცხინვალის განგრძობითი უკანონო ოკუპაცია, რუსეთის მიერ ამ რეგიონების დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები.

ასამბლეამ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს შეირაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

დატოვე კომენტარი