ვარლამ ლიპარტელიანი – ველოდებით დავით ქევხიშვილის ვაჟკაცურ ნაბიჯს, თუ თანამდებობას დატოვებს, მეგობრულ ხელს გავუწოდებთ
ველოდებით დავით ქევხიშვილის ვაჟკაცურ ნაბიჯს, ჩვენ მას გავუწოდებთ მეგობრულ ხელს და მთელი ცხოვრება ვიქნებით მეგობრები, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხდა, რომელმაც სასტუმრო “ბილტმორში” მიმდინარე ძიუდოს ფედერაციის ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, ბევრ კითხვას, რომელიც ძიუდოისტებს დავით ქევხიშვილის მიმართ ჰქონდათ, პასუხი არ გაეცა.
„არანაირი პოლიტიკა, სუფთა ხელებით, ჯანსაღი გულით გვინდა, იყოს ძიუდოში ნორმალური სიტუაცია არ იყოს ერთპიროვნული მმართველობა, არ იყოს ერთი საძმაკაცოს მმართველობა მეტს არაფერს მოვითხოვთ. მან თავი აარიდა კითხვებს. ყრილობაზე მოგვიწია ჭიდაობით შესვლა. რაზეც საუბრობს ქევხიშვილი, რომ ჩვენ ვინმე ძალისგან ვიმართებით, ჩვენ ჩამოსაწერები ვართ, ვერც ერთ კითხვაზე პასუხს ვერ გვცემდა. ველოდებით გონივრულ გადაწყვეტილებას, ველოდებით დავით ქევხიშვილის ვაჟკაცურ ნაბიჯს, ჩვენ მას გავუწოდებთ მეგობრულ ხელს და მთელი ცხოვრება ვიქნებით მეგობრები, თუ დატოვებს თანამდებობას”, – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.
ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამასთან, ყრილობის დაწყებამდე, ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, ძიუდოისტების ბრალდებებს ნებისმიერ ფორმატში გასცეს პასუხი.