დავით ქევხიშვილი - მზად ვარ, ძიუდოისტების ბრალდებებს ნებისმიერ ფორმატში გავცე პასუხი 
დავით ქევხიშვილი - მზად ვარ, ძიუდოისტების ბრალდებებს ნებისმიერ ფორმატში გავცე პასუხი 

მზად ვარ, ძიუდოისტების ბრალდებებს ნებისმიერ ფორმატში გავცე პასუხი, -ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განაცხადა.

დავით ქევხიშვილმა ძიუდოისტებს მოუწოდა, რომ დღევანდელ ყრილობას დაესწრონ და წარმოადგინონ ყველა საბუთი, რის საფუძველზეც ითხოვენ მის გადადგომას.

„მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ოპონენტებს, კეთილი ინებონ და მობრძანდნენ დღევანდელ ყრილობაზე. წარმოადგინონ ყველა საბუთი და არგუმენტი, რის საფუძველზეც ითხოვენ ჩემს გადადგომას. ამის შემდეგ ყრილობამ გადაწყვიტოს მეკუთვნის გადადგომა თუ არა. რაც შეეხება სამინისტროს განცხადებას, მზად ვარ, ძიუდოისტების ბრალდებებს ნებისმიერ ფორმატში გავცე პასუხი. თუ რატომ ვერ იჭიდავეს ევროპის ჩემპიონატზე კარგად, მიზეზი ყველამ საკუთარ თავში უნდა ეძებოს. ამას საფუძველი ოთხი წლის მანძილზე ეყრებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ყოფილი მთავარი მწვრთნელები და წევრები ხშირად მწამებდნენ ცილს სხვადასხვა საკითხებში, მაგრამ ხმას არ ვიღებდი. დღეს უნდა გაირკვეს მტყუან-მართალი. მომავალმა თაობებმა ამ ჩაკეტილ წრეზე აღარ უნდა იტრიალონ“, – განაცხადა ქევხიშვილმა.

დატოვე კომენტარი