ვარლამ კილასონია - „სიონში“ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი
ვარლამ კილასონია - „სიონში“ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი

მოსამზადებელ ეტაპზე, ეროვნული ლიგა2-ის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ბოლნისის „სიონმა“ მორიგი საკონტროლო შეხვედრა ეროვნულ ლიგა3-ში დაწინაურებულ თბილისის „სპაერთან“ გამართა და მოულოდნელად, დამარცხდა.

„სიონიდან“ ერთადერთი გოლი დათა სიჭინავამ გაიტანა. „სიონმა“ მორიგი ამხანაგური შეხვედრა „სპაერთან“, გამართა და ანგარიშით 2:1 დამარცხდა. ვარლამ კილასონიამ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ამ შეხვედრამ გუნდის პრობლემები გამოაჩინა.

„დღევანდელმა თამაშმა დაგვანახა, რომ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. გრძელდება მომზადება ახალი სეზონისთვის. ხვალიდან გუნდი ორჯერად ვარჯიშებს იწყებს“, – ამბობს კილასონია.

„სიონი“ (პირველი ტაიმი): ისიანი, ტვილდიანი, ადამაძე, კილასონია, ენდელაძე, გუჯაბიძე, გორგიაშვილი, კობახიძე, სიჭინავა, ხარებაშვილი, მახარობლიძე;

მეორე ტაიმი: სეფიაშვილი, აწყურელი, კილასონია (71. ხვადაგიანი), უგრეხელიძე, კორიფაძე, თარხნიშვილი, გორგიაშვილი (71. ნიკოლაშვილი), უგრეხელიძე, სიჭინავა (81. ბურნაძე), ისიანი, უგულავა

„სიონი“ მორიგ საკონტროლო შეხვედრას, 18 თებერვალს, „საბურთალო 2“-თან გამართავს.