ვარლამ კილასონია ბოლნისის „სიონში“ დაბრუნდა #1TVSPORT​
ვარლამ კილასონია ბოლნისის „სიონში“ დაბრუნდა #1TVSPORT​

ვარლამ კილასონია „სიონში“ დაბრუნდა – ინფორმაციას ბოლნისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„კილასონია კლუბს წარსულშიც ხელმძღვანელობდა და მისი თაოსნობით გუნდმა არაერთი წარმატებული სეზონი ჩაატარა. კლუბი ახალ ეტაპზე კილასონიას კვლავ ენდობა და წარმატებებს უსურვებს მომავალი გამოწვევების წინაშე“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ცნობაში.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერაში „სიონი“ უკვე მესამედ ჩაიბარა. გუნდი ეროვნულ ლიგაში გადასვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ითვლებოდა, მაგრამ 14 ტურის შემდეგ 19 ქულით ბოლნისელები მე-6 ადგილზე არიან. კილასონიას ხელმძღვანელობით მე-14 ტურის მატჩი გასვლაზე თბილისის „იბერია 2-თან“ გამართა და ქულა მოიპოვა – 0:0.

57 წლის სპეციალისტი ბოლოს „რუსთავში“ მუშაობდა მთავარ მწვრთნელად და ახალგაზრდული სექტორის კოორდინატორად. მან ბოლნისურ კლუბში გიორგი ჭელიძე შეცვალა.