ვარლამ გოლეთიანი -  რიონის ხეობაში დავათვალიერებთ ლოკაციებს, რომლებიც შემოგვთავაზეს და ამის შემდეგ გაირკვევა, გავშლით თუ არა იქ კარვებს
ვარლამ გოლეთიანი - რიონის ხეობაში დავათვალიერებთ ლოკაციებს, რომლებიც შემოგვთავაზეს და ამის შემდეგ გაირკვევა, გავშლით თუ არა იქ კარვებს

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში იმყოფებიან. აქციის ორგანიზატორები დღეს მათთვის შეთავაზებულ ადგილებს მოინახულებენ და ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიმე ლოკაციაზე კარვების გაშლასთან დაკავშირებით.

„შევალთ რიონის ხეობაში. უნდა დავათვალიეროთ ის ლოკაციები, რომელიც შემოგვთავაზეს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავბრუნებულიყავით იმ ადგილზე, სადაც ჩვენი პროტესტის ძირითადი ადგილი იყო, მაგრამ რადგან კომპანია პრეტენზიას გამოთქვამს და ამბობს, რომ ეს არის მისი კერძო ტერიტორია, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ალტერნატიული ტერიტორიები შემოგვთავაზა. თუმცა პირობები რჩება იგივე, საპირწონე უნდა იყოს ნამახვანში. გადავალთ და დავათვალიერებთ. ამის შემდეგ გაირკვევა, გავშლით თუ არა იქ კარვებს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფომ პროტესტის მონაწილეებს სოფელ ნამახვანში პროტესტის გადასატანად 13 ალტერნატიული ლოკაცია შესთავაზა.