ვარლამ გოლეთიანი - ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას, გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს
ვარლამ გოლეთიანი - ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას, გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს

ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით უფრო მეტ ძალას, დავიძვრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეების პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები.

„გულწრფელ, სამართლიან ბრძოლას ვფიქრობ, აჰყვება მთელი ქვეყანა, განსაკუთრებით დედაქალაქი. ჩვენ ხვალ, 16:00 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით უფრო მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს. გაცილებით მეტნი ვიქნებით, თუნდაც ამ მოედანზე. დავიძვრებით მსვლელობით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს. ლოკაციას დღეს სპეციალურად არ ვასახელებთ და მოვაწყობთ პიკეტირებას. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.