ვარლამ გოლეთიანი - ხელისუფლება თუ არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიწვევთ ბლოკირებას
ვარლამ გოლეთიანი - ხელისუფლება თუ არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიწვევთ ბლოკირებას

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს, რომლებიც ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე არიან შეკრებილები, სამომავლო გეგმები გააცნო.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები ღამეს ცენტრალურ მოედანზე გაათენებენ.

ამასთან, როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, საორგანიზაციო დეტალები საპატრულო პოლიციასთან უკვე შეათანხმეს. გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ხვალ 08:00 საათზე მსვლელობით კვლავ გუმათისკენ გაემართებიან.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხელისუფლება მათ მოთხოვნებს თუ არ გაითვალისწინებს, ისინი ქვეყნის ყველა რეგიონის პიკეტირებას მოახდენენ.

„ჩვენ გავათენებთ აქ ღამეს და თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ჩვენს მოთხოვნებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიწვევთ ბლოკირებას. საბოლოო ჯამში, პროცესი მომწიფდება იმისთვის, რომ დედაქალაქში ჩავატაროთ გრანდიოზული აქცია“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.