ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლება ხვალ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს
ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელისუფლება ხვალ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათ დაუკავშირდათ პრემიერ-მინისტრის რწმუნებული და ხელისუფლებისგან იყო მცდელობა, რომ პირობები ნაწილობრივ შეესრულებინათ, მათ შორის გახსნიდნენ გზას ნამოხვანისკენ. თუმცა, როგორც გოლეთიანი ამბობს, გადაადგილება შეზღუდული რაოდენობით იქნებოდა შესაძლებელი.

ამასთან, გოლეთიანის თქმით, მათთვის კვლავ მიუღებელია, რომ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გაგრძელება. 

გოლეთიანმა ასევე განაცხადა, რომ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების მოთხოვნებთან დაკავშირებით ხვალ, 12:00 საათამდე გამოქვეყნდება ხელისუფლების ოფიციალური განცხადება.

„ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდა პრემიერ-მინისტრის რწმუნებული, იყო ასე ვთქვათ, მცდელობა პირობების სანახევროდ შესრულების. ნაწილობრივ აიღებენ ბარიკადებს, მოგვეცემა გადაადგილების შესაძლებლობა შეზღუდული რაოდენობით. ასევე სამუშაო პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდება. თუმცა ეს ერთიანი პროცესია. როცა შევხვდით მათ მუნიციპალიტეტის შენობაში, ჰიპოტეტურად თუ განვიხილავთ, რომ ჰესი შესაძლოა, არ აშენდეს, ბუნებრივია, გზის მშენებლობაც საჭირო აღარ არის. ახლა დაყენებულია საკითხი, რომ გზის მშენებლობა გაგრძელდეს, ამ პირობას ვერ დავთანხმდებოდით. ამიტომ, რადგან არ დაკმაყოფილდა მათგან ეს პირობები, ამ ეტაპზე შეთანხმება არ იქნა მიღწეული, თქვეს, რომ ხვალ, 12:00 საათამდე გავრცელდება ოფიციალური განცხადება, თუ რა გადაწყვეტილება მიიღეს. ველოდებით მათ პასუხს. კიდევ გაივლიან ამ საკითხებს და წერილობით გაავრცელებენ განცხადებას“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

დატოვე კომენტარი