ვარლამ გოლეთიანი - 16:00 საათზე დაიწყება აქცია და გაგრძელდება ერთი საათის განმავლობაში, ეს იქნება ერთსაათიანი პიკეტირება
ვარლამ გოლეთიანი - 16:00 საათზე დაიწყება აქცია და გაგრძელდება ერთი საათის განმავლობაში, ეს იქნება ერთსაათიანი პიკეტირება

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ სხვადასხვა ქალაქებში მოეწყობა აქციები, ხოლო 23 მაისს დედაქალაქში გაიმართება გაერთიანებული აქცია.

როგორც ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, სხვადასხვა ქალაქებში მოეწყობა აქციები, 16:00 საათზე დაიწყება და გაგრძელდება ერთი საათის განმავლობაში, ეს იქნება ერთსაათიანი პიკეტირება.

„რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, რა თქმა უნდა, მივდივართ საბოლოო ჯამში 23 მაისისკენ, ვიდრე გადავიტანთ დედაქალაქში ჩვენ გაერთიანებულ აქციას, მოვემზადებით შესაბამისად ეს პერიოდი. მიწასთან დაკავშირებით გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, რომ შორია, სჭირდება ამ ყველაფერს შესაბამისი მომზადება, რათა განგძობადად შევძლოთ 23 მაისიდან იქ აქციები ისე, რომ მივაღწიოთ საბოლოო შედეგს. ამას ვერ გავაკეთებთ ერთ და ორ დღეში, ამას სჭირდება შესაბამისი ორგანიზება. ჩვენ ვხვდებით სხვადსხვა ჯგუფს, მათ შორის სტუდენტებს, რომლებიც გვეხმარებიან მთელი ამ პროცესის ორგანიზებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს დრო. ასევე უნდა აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი დღესასწაულები, რომელიც წინ გვაქს, ვნების კვირა იწყება და ჩვენ შეგნებულად არ დავამთხვევთ აქციებს. გავწიეთ წინ და ესეც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმედია, ამას საზოგადოება გაითვალისწინებს“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, დღეს აქცია გაგრძელდება გუმათში.

„აქ ახლა ადამიანები იკრიბებიან და მოვა ბევრი ადამიანი, ჩვენ არ ვაპირებთ სადმე ძალადობრივად დავიძრათ და ეს ნათელი მაგალითია, რომ არანაირი გზა არ გახსნილა. ხედავთ, რომ გზა გადაკეტილია ისევ. ჩვენ არ ვაპირებთ, სადმე ძალადობრივად დავიძრათ. თუ გაიხსნება გზა, რა თქმა უნდა, წავალთ ნამახვანისკენ. 16:00 საათზე დავიწყებთ აქციას აქ და დავსახავთ დეტალურად ჩვენ სამოქმედო გეგმას“, – განაცხადა გოლეთიანმა.