ვარკეთილში შუახნის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ვარკეთილში შუახნის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ვარკეთილში შუახნის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ცნობით, ცხელ კვალზე დაკავებულია 1996 წელს დაბადებული პირი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.