ვარკეთილში მკვლელობა მოხდა
ვარკეთილში მკვლელობა მოხდა

თბილისში, ვარკეთილში მკვლელობა მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარედ, ფარდულში დაიწყო, სადაც სუფრა იყო გაშლილი.

მოკლულია 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.