ვარკეთილში მიკროავტობუსი, რომელსაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი მართავდა, რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა და დააზიანა

15:54, 21.05.2025

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვარკეთილში.

მიკროავტობუსი რამდენიმე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა და დააზიანა. არსებული ინფორმაციით, დაზიანებულია ხუთი ავტომანქანა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მიკროატობუსში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნებმა შეაღწიეს და დაძრეს, რის შემდეგაც მალევე მოხდა შეჯახება რამდენიმე ავტომობილთან.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი