ვარკეთილში, ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე კორპუსს დენის მიწოდება შეუწყდა, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია

ვარკეთილში, ხანძრის კერასთან ახლოს მდებარე კორპუსს უსაფრთხოებიდან გამომდინარე დენის მიწოდება შეუწყდა, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. კორპუსში ძლიერი კვამლი შეინიშნებოდა.

ვარკეთილში ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული და მისი ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.

ადგილზე ვითარების შესახებ ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.