ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა [ვიდეო]

ვარკეთილში, ზედა პლატოს მეორე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი გაჩნდა. კორპუსის ზედა სართულებზე ძლიერი დაკვამლიანებაა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

მათივე ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

რაც შეეხება დაშავებულებს, უწყების ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ინფორმაცია არ შესულა.