ვარკეთილში CO-თი მოწამლული ქალი და მამაკაცი რეანიმაციაში არიან მოთავსებული
ვარკეთილში CO-თი მოწამლული ქალი და მამაკაცი რეანიმაციაში არიან მოთავსებული

​ვარკეთილში CO-თი მოწამლული ორი პაციენტი​ „ოპტიმალ მედის“ რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. კლინიკის ექიმის, გიგა შუბითიძის თქმით, პაციენტები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მათთან უგონო მდგომარეობაში შეიყვანა. მისივე თქმით, ორივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება.

„ქალი და მამაკაცი ნახშირჟანგის მძიმე ინტოქსიკაციით უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს. როგორც სასწრაფოს ექიმმა აღნიშნა, რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი ბინაში უგონოდ იმყოფებოდნენ. ამ ეტაპზე, ისინი მართვით სუნთქვაზე არ იმყოფებიან, თუმცა არ არიან კონტაქტურები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მათ შესაბამისი მკურნალობა სჭირდებათ“, – განაცხადა გიგა შუბითიძემ.

CO-თი ინტოქსიკაციის ფაქტი დღეს თბილისში, ვარკეთილში მოხდა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი – 9 წლის ბავშვი შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ბინაში ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული, რომელიც აკრძალულია.