ვარკეთილში CO-თი მოწამლული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
ვარკეთილში CO-თი მოწამლული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ვარკეთილში CO-თი მოწამლული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ კლინიკა „ოპტიმალ მედის“ კლინიკურმა დირექტორმა გიორგი შათირიშვილმა განაცხადა.

„გუშინ დაშავებულები დაახლოებით 20:30 წუთზე გადმოიყვანეს, რომელთა მდგომარეობა მძიმე იყო. ამჟამად ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია, აგრძელებს მკურნალობას ინტენსიურ რეჟიმში, მაგრამ მამაკაცის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. გარდა ინტოქსიკაციისა, გამოხატულია კრაშ სინდრომი ე.წ მარჯვენა მხარეს. ეს ნიშნავს, სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში იწვა ერთ მხარეს და ზეწოლის სინდრომი განვითარდა. მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა“, – განაცხადა გიორგი შათირიშვილმა.

CO-თი ინტოქსიკაციის ფაქტი თბილისში, ვარკეთილში მოხდა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი – ცხრა წლის ბავშვი შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ბინაში ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული, რომელიც აკრძალულია.