ვარკეთილში, ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები კუთვნილი ნივთების გადარჩენას ცდილობენ [ვიდეო]

ვარკეთილში, შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები კუთვნილი ნივთების გადარჩენას ცდილობენ.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, მათ სამართალდამცავებმა იმ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს, სადაც ცეცხლი გავრცელებული არ არის.

ვარკეთილში ხანძარი დაახლოებით ერთი საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული და მისი ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.

ადგილზე ვითარების შესახებ ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.